27 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ინფორმაცია, თითქოს "ქართული ოცნების" წევრები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება - სოზარ სუბარი

 

ინფორმაცია, თითქოს "ქართული ოცნების" წევრები საპატიმროში შესვლას და მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. 

,,ქართული ოცნების" დეპუტატემა, სოზარ სუბარმა მის მიერვე დილით გაკეთებული კომენტარი განმარტა და ინფორმაცია უარყო. 

"შესწორება უნდა შევიტანო ჩემს ნათქვამში, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ დამირეკა რა ხდება, ვინ შედის მიშასთანო და თურმე აღმოჩნდა, რომ გუშინ ერთ-ერთი დიალოგი ჩემს კოლეგასთან არასწორად იქნა გაგებული, მერე ამას თქვენი კითხვა დაემატა და ჩავთვალე, რომ თემა ვიცოდი და აღმოჩნდა რომ ასე არ არის და შესაბამისად, უარყოფა უნდა გავაკეთო იმის, რაც ვთქვი.

მე ნამდვილად არ შევდივარ და ის, რომ რამდენიმე ადამიანზე ვიცოდი, რომ შესვლას აპირებდნენ, ესეც არ აღმოჩნდა მართალი. ჩვენ რასაც ვისმენთ არის ერთი, რომ გამოდიან ექიმები და ამბობენ, რომ სისხლში კონკრეტული მონაცემები დარღვეულია, გამოდის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო და ამბობს, რომ ეს არ არის მართალი.

გასაგებია, რომ იუსტიციის სამინისტრო თავის თავს არ აძლევს ამაზე მეტის უფლებას, მაგრამ თუ იქნება სააკაშვილის პირადი მოთხოვნა ან მისი ადვოკატების თანხმობა, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია გაასაჯაროვოს ყველა მონაცემი,“ - ამბობს სოზარ სუბარი.

 

დღის ამბები