27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ენმ-ის მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ 

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. აქციის მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანაა. მონაწილეების თქმით, პრეზიდენტს აქვს შეწყალების ბერკეტი, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა გამოიყენოს. აქციები 6 მაისს ბათუმსა და რუსთავშიც იგეგმება.

"დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უზრუნველყოფას. ეს ამ შემთხვევაში, შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს ის მანდატი, რომ შეძლოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა თუნდაც პოლონეთში და ამის უზრუნველყოფა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოახდინოს.

"პრეზიდენტი წარმოადგენს მთელს ერს, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუციას. ამიტომ, მისი უშუალო პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც არის, რომ მოახდინოს რეაგირება იმ უკანონობაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ხორციელდება," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

 

​ 

დღის ამბები