27 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
გაირკვა, რომ რუსი ბიზნესმენიც პირდაპირ ბაიდენის ოჯახთან არის დაახლოებული, საპნის ბუშტივით გასკდა კამპანია - ირაკლი კობახიძე ევტუშენკოვზე 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საპნის ბუშტივით გასკდა კამპანია", რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის კავშირს ეხება.

"რაღაც კამპანიის აწევა სცადეს იმ საუბრის შესახებ, რაც არც ვიცით, შედგა თუ არა. თან საუბარია რაღაც ლაკონურ ინფორმაციის გაცვლაზე, თუ ინფორმაციის გაცვლაც კი არ იყო ეს. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს რუსი ბიზნესმენიც არის პირდაპირ ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული. ანუ მარტივად ჩავარდა, საპნის ბუშტივით გასკდა კამპანია.

როდესაც ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისიც არ ვიცით, ესაუბრა თუ არა ორი წამი, რატომ ესაუბრა რუს ბიზნესმენს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ბაიდენის ოჯახთან და ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორია. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად უსუსურია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოებული პიარკამპანიები და აქციები," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები