27 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
განცხადებები, რომ რუსეთის ხელისუფლება 9 მაისს ქვეყანაში საყოველთაო მობილიზების გამოცხადებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება - კრემლი

განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება 9 მაისს ქვეყანაში საყოველთაო მობილიზების გამოცხადებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, დღეს, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა უარყო.

"ეს ტყუილი და სიცრუეა," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესს-მდივანმა

პესკოვის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ რუსეთი 9 მაისს უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებს, არ არსებობს.

ცოტა ხნით ადრე, დასავლელი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 9 მაისს, რუსეთისთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელ დღეს, პუტინმა, შესაძლოა, ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინას.

დღის ამბები