27 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ცნობილი ფრანგი მწერალი ქართველ მკითხველთან შესახვედრად ემზადება

ცნობილი ფრანგი მწერალი ქართველ მკითხველთან შესახვედრად ემზადება. ფრედერიკ ბეგბედერი თბილისშია. მწერალი საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

დღეს ის ქართველ მკითხველს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება, სადაც მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

ფრედერიკ ბეგბედერი აცხადებს, რომ ქართველების დახვედრა მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. 

"ძალიან მიხარია რომ კვლავ დავბრუნდი, არ მეგონა, ამდენი მიკროფონით და კამერით თუ დამხვდებოდით, მეგონა დაგავიწყდით. მინდა გითხრათ, რომ ვერ ვითმენ ისე მინდა ქართული კერძების დაგემოვნება, განსაკუთრებით ხაჭაპურის,"-აცხადებს მწერალი. 

დღის ამბები