შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა, რომ დიქტატორების მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება.
"თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისინი მოდიან, მოდიან, მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება" - აცხადებს ჯო ბაიდენი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, სწორედ ამ ქარხანაში აწარმოებენ ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს - სისტემა ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რომელსაც ამერიკა უკრაინას აწვდის.