27 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
სააკაშვილის ოჯახი კვლავ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს - "ოცნებაში" კი ამბობს, რომ ​ჯანმრთელობით სპეკულირება ენმ-ის სტრატეგიის ნაწილია

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი კვლავ მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და თუ სწრაფი რეაგირება არ მოხდება, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს. მიზნის მისაღწევად "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე გეგმაზე მუშაობს, მთავარი კი, თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობის მობილიზება და მასშტაბური აქციის ჩატარებაა, სადაც ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა უკვე ხალხმა უნდა სთხოვოს. მმართველი გუნდს მიაჩნია, რომ არც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა საგანგაშო, მისი პარტიის მოთხოვნა კი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის სასჯელიდან გათავისუფლების მცდელობაა. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების განცხადებით ექსპრეზიდენტი ამ დრომდე ცილოვან შიმშილობაზეა და ის მხოლოდ წყალს იღებს, სასჯელაღსრულების დაწესებულება კი ამტკიცებს, რომ პატიმარი თავად ამბობს უარს საკვებზე და სამედიცინო პრეპარატებზე.

ბოლო ვიზიტორი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ეკა ხერხეულიძე იყო. სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე გასულ დღეებში იყო. სააკაშვილის თანაპარტიელი არასათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობაზე საუბრობს. სწორედ ეს სახელდება მთავარ მიზეზად, რის გამოც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი მისი საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. მიზნის მიღწევას რამდენიმე საშუალებით გეგმავენ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია სახელდება, თუმცა ძირითადი აქცენტი მხარდამჭერების მობილიზაციასა და მასშტაბურ აქციებზე კეთდება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარი, მმართველი პარტიისთვის მცდელობაა სააკაშვილმა სასჯელს თავი აარიდოს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსჯავრდებული ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფილია, თუმცა ზოგიერთ მათგანზე თავად ამბობს უარს.

დღის ამბები