ნიუ-იორკში მოდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული წვეულება გაიმართა. მეტროპოლიტენ მუზეუმში გამართული საღამოს მთავარი თემა ამერიკაში მოდის ანთოლოგია იყო. ყველა სტუმრისთვის წვეულებაზე მკაცრი დრესკოდი იყო განსაზღვრული, საღამოზე დასასწრებად ცნობილ დიზაინერებსა და მსახიობებს ამერიკის ოქროს ხანის პერიოდის ტანსაცმელი უნდა ჩაეცვათ, მსგავსი სამოსით იყო წარმოდგენილი წვეულებაზე ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჰილარი კლინტონიც. ყოფილი პირველი ლედის კაბა საღამოს მონაწილეებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა, სამოსზე ჰილარი კლინტონს იმ 60 ქალის სახელი ჰქონდა ამოქარგული, ვინც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა, სია კი დედით იწყებოდა.
საღამოს კიდევ ერთი აღმოჩენა კიმ კარდაშიანის კაბა გახდა, რომელიც ცნობილ ამერიკელ მსახიობს მერლინ მონროს პრეზიდენტ ჯონ კენედის იუბილეზე ეცვა.
ოსკარის დაჯილდოების მსგავსად, არც "მეთ გალას" წვეულებაზე უსაუბრიათ უკრაინაზე.
მეთ გალა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში 1948 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.