27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
უკავშირდება თუ არა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცვლილებები ფულის არამიზნობრივად ხარჯვას - კლინიკაში პაციენტების მიღება დროებით შეჩერებულია

ლევან გოფოძე დღეიდან რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ოფიციალურად აღარ არის. "კურიერთან" ჰყვება, რომ პანდემიის ორი რთული წელი მის ჯანმრთელობაზეც აისახა და უმჯობესი იქნება, სამედიცინო დაწესებულებას ახალი მმართველი ჰყავდეს. პოსტიდან წამოსული გოფოძე დღეს დილით სამედიცინო დაწესებულებაში ჩვეულ დროს ისევ მივიდა, რადგან ამავე კლინიკაში ქირურგიული განყოფილება ჩააბარეს.

დილიდან ცენტრალურ კლინიკაში უკვე მივიდა ახალი დიქტორიც. ლიკა ჭუმბურიძე ახალი სტატუსით კლინიკის ყოფილ მმართველებს და მედპერსონალს შეხვდა. რა გეგმები აქვს და აპირებს თუ არა რესპუბლიკურში რადიკალური ცვლილებების გატარებას, ამაზე "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მოგვიანებით ისაუბრებს.

თანამდებობიდან გაუშვეს დირექტორის მოადგილე. "კურიერის" ინფორმაციით, უგრეხელიძე გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში იყო დაბარებული, სადაც პოსტიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს. ცენტრალურ საავადმყოფოს, ამ ეტაპზე, კლინიკური დირექტორიც აღარ ჰყავს , ნოდარ ჩიმაკაძე ამ პოსტზე პანდემიის დაწყებისთანავე დანიშნა . პოსტების დატოვების მიზეზებზე არც ჩიმაკაძე და არც უგრეხელიძე არაფერს ამბობენ, ახლა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაწყებული რეორგანიზაციის გამო პაციენტების მიღებაც შეჩერებულია.

რესპუბლიკური საავდმყოფოს კლინიკის მედპერსონალმა, ხელმძღვანელების გათავისულების შესახებ დღეს დილით გაიგო . ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება მოულოდნელად იყო მიღებული, რადგან გუშინ დილით ექიმების ტრადიციულ თათბირზე ლევან გოფოძეს, უგრეხელიძეს და ჩიმაკაძეს წასვლის შესახებ არაფერი უთქვამთ. რას უკავშირდება მენეჯმენტში ცვლილებები ? მედიკოსებს პასუხი ამაზე არ აქვთ.

პასუხი აქვს ჯანდაცვის სამინიტროს - უწყებაში ამბობენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადადის, ემატება ახალი მიმართულებები და ახალი ხელმძღვანელია საჭირო. სხვა მიზეზებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამორიცხავს. მათ შორის, არც იმას ადასტურებს, რომ შესაძლოა, საავადმყოფოს მენეჯმენტის გათავისუფლება კლინიკებში აუდიტის სამსახურის შესვლას უკავშირდებოდეს, რომლიც პანდემიის პერიოდში გადარიცხული თანხების სავარაუდო გაფლანგვას სწავლობს. ჯანდაცვაში განმარტავენ ,რომ გოფოძეც, უგრეხელიძეც და ჩიმაკაძეც რესპუბლიკურში რჩებიან და სხვა თანამდებობებს დაიკავებენ.

ვინ იქნება ცენტრალური კლინიკის ახალ მენეჯმენტში, ამას, სავარაუდოდ, ახალი დირექტორი გადაწყვეტს. როგორ დაკომპლექტდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი გუნდი, ეს მიმდინარე კვირაში გაირკვევა.

დღის ამბები