27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურსა და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად ითანამშრომლონ თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის, კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, ეკონომიკური აგენტებისგან ინფორმაციის მიღებისა და სრულყოფილი საგამოძიებო პროცესის წარმართვის, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის, ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების საკითხებზე.

საგამოძიებო სამსახური და კონკურენციის ეროვნული სააგენტო დაგეგმავენ და ორგანიზებას გაუწევენ თემატურ შეხვედრებსა და კონფერენციებს.

დღის ამბები