27 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
,,მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ, თუ მკურნალობის ის სერვისი საქართველოში ვერ მიეწოდება“ - ლევან იოსელიანი

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" და ექსპრეზიდენტის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა. პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა მათ ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებენ მიზნის მისაღწევად, მათ შორის საპარლამენტო ფორმატს, არ გამორიცხავენ არც აქციებს.

თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვა სტრატეგია უნდა აირჩიოს:

"მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ის სერვისი საქართველოში ვერ მიეწოდება და აქ არ არის საშუალება, რომ მას ეს მკურნალობა ჩაუტარდეს. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ოჯახის პოზიცია, მაგრამ მე არ მგონია ამას მოჰყვეს დიდი პოლიტიკური მღელვარება საბოლოო ჯამში, ანუ იმ აქციებს, რომელსაც ოჯახი აანონსებს შეუერთდეს იმ რაოდენობის ადამიანი, რომელიც რაიმე ტიპის პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყანაში და ამას აქვს მარტივი მიზეზი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას არ ჰყავს საკმარისი მხარდამჭერი," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი.

დღის ამბები