27 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ აძლევს - ბაჩო დოლიძე 

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" და ექსპრეზიდენტის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა. პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა მათ ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებენ მიზნის მისაღწევად, მათ შორის საპარლამენტო ფორმატს, არ გამორიცხავენ არც აქციებს.

"სეიოზულად შეხედონ აღნიშნულ მდგომარეობას იმიტომ, რომ ვინც ინახულა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ყველა აღნიშნავს იმას, რომ მდგომარეობა დამძიმებულია და პრობლემა აქვს. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საკვებს არ იღებს, ვერ იღებს იმიტომ, რომ არ აძლევს მისი ჯანმრთელობა იმის საშუალებას, რომ საკვები მიიღოს. ჩვენი მხრიდან რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის რა თქმა უნდა მაქსიმალური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ამავდროულად თუ კი ამის შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა აქციებსაც გავმართავთ," - ამბობს ენმ-ს საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

 

 

დღის ამბები