27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს.

ლევან გოფოძე "კურიერს" უდასტურებს, რომ განცხადება პოსტიდან წასვლის შესახებ უკვე დაწერა. 

"ვბრუნდები ჩემს ქირურგიაში, სხვანაირად რომ შევხედოთ ამ სიტუაციას. მე გახლავართ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქირურგი, მყავს სტუდენტები, რომლებსაც ვასწავლი და ისევ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს ცვლილება, ნამდვილად არ უთქვამთ,  თუმცა მე ისედაც ვფიქრობდი ამაზე, რადგანაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. განცხადება გუშინ, მე თვითონ დავწერე ," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე.

განმარტება რესპუბლიკურ საავადმყოფოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ, ცოტა ხნის წინ გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროშიც.

უწყებაში აცხადებენ, რომ ცვლილებები არ უკავშირდება აუდიტის სამსახურის მუშაობას და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელმაც კოვიდპანდემიის დროს, თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელის შესაძლო პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. 

"არამხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო კლინიკებშიც მნიშვნელოვანია ცვლილებები, რადგანაც ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკებს ახალი მიმართულებების დამატება სჭირდებათ. ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. არსებული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება კლინიკაში. აუდიტი, როგორც ფინანსურ, ასევე ინფექციების კონტროლის ნაწილსაც ჯერჯერობით სწავლობს და დასკვნა დაიდება. თუმცა, საბედნიეროდ, რაღაც გლობალური დარღვევები, ჯერჯერობით დადგენილი არ არის,"- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.



დღის ამბები