27 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2%-ით, პური და პურპროდუქტები 28.8%-ით, წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.1%-ით, ზეთი და ცხიმი 20.8%-ით, ხოლო შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 19.3%-ით გაძვირდა.

ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ იქონია, რომელიც 21.3 %-ით გაიზარდა და წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, თევზეულზე ფასმა 18.9%-ით მოიმატა, რძე, ყველი და კვერცხი - 18.0%; ყავა, ჩაი და კაკაო - 17.6%; ხილი და ყურძენი 14.4%; ხორცი და ხორცის პროდუქტები -10.9%. რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს, "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ფასები გაიზარდა 22.4 %-ით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

დღის ამბები