27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ეს იქნება დიდი ირონია, თუ მოსკოვი გამოიყენებს გამარჯვების დღეს ომის გამოცხადებისთვის - ნედ პრაისი

ვაშინგტონი მიესალმება მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მუდმივ კონტაქტზე არიან ევაკუაციაში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ნედ პრაისი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 9 მაისს შესაძლოა პუტინმა ომი ოფიციალურად გამოაცხადოს. 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დატოვონ მარიუპოლი და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქები. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ძალისხმევაში.

ჩვენ ვინარჩუნებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას. ჰუმანიტარული დერეფნები აბსოლუტურად მნიშვნელოვანია მოქალაქეების ევაკუაციისთვის და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. ეს მოიცავს საკვებს, მედიკამენტებს, წყალს და სხვა საჭირო მარაგებს.

მე ვნახე სპეკულაცია, რომ რუსეთმა შეიძლება ოფიციალურად გამოაცხადოს ომი. ვფიქრობ, ეს იქნება დიდი ირონია, თუ მოსკოვი გამოიყენებს გამარჯვების დღეს ომის გამოცხადებისთვის, რაც თავისთავად საშუალებას მისცემს მათ გაზარდონ წვევამდელების რიცხვი, რასაც ახლა ვერ ახერხებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტს გაიგებთ მოსკოვისგან 9 მაისამდე. ასევე უფრო მეტს გაიგებთ შეერთებული შტატებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ნატოს პარტნიორებისგან," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.

დღის ამბები