27 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ზღვარი გადაკვეთეს" - ისრაელი რუსეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ისრაელი რუსეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიური ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ ჰიტლერს ებრაული წარმოშობა აქვს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰოლოკოსტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უნდა შეწყდეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ რუსეთმა ზღვარი გადაკვეთა და ლავროვის სიტყვების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

"საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებები უპატიებელი სკანდალია. ჰიტლერი არ იყო ებრაული წარმოშობის და ებრაელებს არ დაუხოცავთ თავიანთი თავი ჰოლოკოსტის დროს. ჩვენ ყველა ძალისხმევას ვხმარობთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მაგრამ არის ზღვარი და ამჯერად ეს ზღვარი გადაკვეთეს. რუსეთის მთავრობამ ჩვენ და ებრაელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს,"- აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი

დღის ამბები