27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი, გერმანელ კოლეგას შეხვდა.

საქართველო-გერმანიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა - ეს ის საკითხებია, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტმა შეხვედრისას განიხილეს.

ზურაბიშვილმა, შტაინმაიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას. საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელი კოლეგა საქართველოშიც მიიწვია.

დღის ამბები