"ვალსის მეფის" ხელნაწერი, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებისთვის უცნობია. ხელოვნების სასახლეში "კურიერის" კამერამ დღეს იოჰან შტრაუსის ხელნაწერი გადაიღო, რომელზეც ცნობილი საოპერო ქმნილებიდან "მხედარი რასმანი" ოთხი ტაქტია დაწერილი.
მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის ხელით დაწერილი ნოტები მისმა ქართველმა კოლეგამ სანდრო მირიანაშვილმა, ლენინგრადის ბლოკადის დროს ერთი ულუფა პურის სანაცვლოდ მოიპოვა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოიტანა.
ხელნაწერი რომ ნამდვილად გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორს ეკუთვნის, უკვე დაადასტურა ვენის შტრაუსის სახელობის კვლევითმა ინსტიტუტმა.
ფასდაუდებელმა ხელნაწერმა უკვე დაიდო ბინა ხელოვნების სასახლის შესაბამის დარბაზში, სადაც შტრაუსის ნოტების გვერდით ცნობილი ქართველი კომპოზიტორების - ზაქარია ფალიაშვილის, მელიტონ ბალანჩივაძისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები ინახება.
იოჰან შტრაუსის ხელნაწერი, სავარაუდოდ 1892 წელს განეკუთვნება, როდესაც ვენაში ოპერის "მხედარი რასმანის" პრემიერა გაიმართა.