27 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ქუთაისი ქალაქის დღესასწაულს "გვირილობას" აღნიშნავს

ქუთაისში დღეს "გვირილობას", იგივე "ქუთაისქალაქობას” აღნიშნავენ. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად ქალაქის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ბაგრატის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩაატარა. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას იმერეთის მხარის და ქალაქის პირველი პირებიც ესწრებოდნენ. 

სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება გაიმართა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წოდება ქუთაისელებისთვის, წელს სხვადასხვა სფეროს რვა წარმომადგენელს გადაეცა, მათ შორის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფეს იოანე გამრეკელსაც.

ყოველწლიურად 2 მაისს ქუთაისელები ამ დღესასწაულს სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებით აღნიშნავენ.

დღის ამბები