27 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახლდა

მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახლდა. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო რადიო თავისუფლებას უდასტურებს. მისი ინფორმაციით, საევაკუაციო ავტობუსებმა მარიუპოლი უკვე დატოვეს.

მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საევაკუაციო კოლონას პირადი ავტოტრანსპორტითაც შეუერთდეს. გვიან ღამით დაიბომბა ხარკოვის ოლქი.

რუსული ჯარების იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 8.

2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა ზაპოროჟიეს ოლქში საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები

დღის ამბები