1 მაისს, მშრომელთა დღესთან დაკავშირებით, გამოსვლები მთელი მსოფლიო მასშტაბით გაიმართა. დემონსტრაციები იყო თურქეთში , გერმანიაში , საფრანგეთში. პარიზში აქცია ანარქისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შავ სამოსში ჩაცმულმა ანარქისტებმა სხვადასხვა კომპანიის ოფისები დაარბიეს. პოლიცაიმ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილზე ათობით ადამიანი დააკავეს.