27 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
51 ინფიცირებული და 1 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 415 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 51 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 655 221-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.84%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 811 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 3, ქვემო ქართლი - 0, შიდა ქართლი - 2, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 091 საიდანაც, 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 165, აჭარაში - 9, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 7. 805 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღის ამბები