თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკრაინის დასაცავად სამხედრო ძალების გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს - ამ შინაარსის რეზოლუციის პროექტი ადამ კინზინგერმა წარადგინა.
კონგრესმენის განცხადებით, დღეს ამერიკას აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მხარდაჭერა თავისუფლების მაძიებელი ხალხის მიმართ და მტკიცედ შეეწინააღმდეგოს ავტორიტარიზმს.