27 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი დღეიდან თბილისში შეხვედრებს იწყებს

დილიდან იწყებს ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად. მილოშ ვისტრჩილი პირველ აუდიენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს; შედგება გაფართოებული შეხვედრაც, რის შემდეგაც მედიისთვის სპიკერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

დღესვე დაგეგმილია მილოშ ვისტრჩილის შეხვედრა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში.

დღის ამბები