27 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ამ დროისთვის "აზოვსტალზე" დარტყმები გრძელდება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 68-ე დღე. მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან, ამ დროისთვის, 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. გათავისუფლებულები დღეს ზაპოროჟიეში უნდა ჩავიდნენ, სადაც მათ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან.

ევაკუაციის ოპერაციის დაწყების დრომ, დღეისთვის, ერთი საათით უკან გადაიწია. მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, პროცესი ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათიდან უნდა დაიწყოს.

"აზოვსტალიდან" ევაკუაციის კადრებს ავრცელებს აზოვის ბატალიონი, ვიდეო გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.

დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ამ დროისთვის "აზოვსტალის" ქარხანაზე დარტყმები გრძელდება. დაბომბვები იყო ხარკოვის ოლქში. რუსული ჯარების იერიშს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 8 ადამიანი.

მსხვერპლი იყო ქალაქ ლიმანშიც, სადაც დაბომბვების დროს 4 ადამიანი დაიღუპა. 

დღის ამბები