27 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
სოფელ სამებაში სპეციალური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც გველების სიმრავლის მიზეზს შეისწავლის

ნინოწმინდის სოფელ სამებაში სპეციალური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც გველების სიმრავლის მიზეზს შეისწავლის.

იქ განსაკუთრებით საყურადღებო სოფლის სკოლის ტერიტორიაა. სამების სკოლა, რომელიც ძველ შენობაშია განთავსებული და ტბასთან ახლოს მდებარეობს, პრობლემის წინაშე წლებია დგას. არის რეკომენდაცია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ, შენობის მახლობლად მდებარე ძველი ინფრასტრუქტურის ნარჩენებს მიაქციოს ყურადღება.

შექმნილი ვითარების გამო სასწავლო პროცესი 2 კვირაა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები