27 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში" - კელი დეგნანი

კელი დეგნანმა სამხედროებს საქართველოს თავდაცვის დღე მიულოცა. აშშ-ის ელჩის განცხადებით, საამაყოა, ის რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში მიაღწია.

კელი დეგნანის თქმით, ამერიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ამ დღის აღსანიშნავად, საუკეთესო ფაქტია. 

"ძალიან ვამაყობთ, იმით რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში. ძალიან დიდი სამუშაო განხორციელდა იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები იყოს ძლიერი და შეეძლოს საკუთარი ტერიტორიების დაცვა. ამ მიმართულებით ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში უფრო ღრმა თანამშროლობას გულისხმობს და სწორედ ამას მოუწოდებს, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კიბერუსფრთხოება, მედეგობა, თავდაცვისუნარიაბობის ამაღლება, რომლის მნიშვნელობაც კარგად ვიხილეთ უკრაინის მაგალითზე.

მოხარულები ვართ, რომ ვზეიმობთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, ალბათ ამაზე უკეთესი გზა ამ დღის აღსანიშნავად არ იქნებოდა თუ არა ეს მხარდაჭერის აქტი, რომელიც არის მოწოდება რომ გაგრძელდეს და გაძლიერდეს მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე სასამართლოს მიმართულებით, უსაფრთხოების სფეროში. ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. თუ საქართველო ერთგული იქნება ამ დღის წესრიგის, ეს იქნება უფრო ახლო ნაბიჯი ნატოსა და ევროკავშირთან," - ამბობს კელი დეგნანი

დღის ამბები