27 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი წყალტუბოში, სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდა, სადაც "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტით მოსარგებლე ფერმერის საფუტკრე მეურნეობა მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, იმერეთში რეგიონული ტურნეს ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით მოსარგებლე ფერმერის, გუგა კაჭკაჭიშვილის თაფლის გადამამუშავებელი ინვენტარი და ფიჭის დასამზადებელი დანადგარი დაათვალიერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, გუგა კაჭკაჭიშვილის საწარმო  „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში 25 000 ლარით დაფინანსდა.

გუგა კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რომ  მიღებული დაფინანსებით თაფლის გადამამუშავებელი ინვენტარი და ფიჭის დასამზადებელი დანადგარი შეიძინა, რითაც საოჯახო მეურნეობის გაფართოების შესაძლებლობა მიეცა.

დაფინანსების მიღების შემდეგ, გუგა კაჭკაჭიშვილის საწარმო ამ ეტაპზე 12 ტონამდე თაფლს და 3 ტონა ფიჭას ამუშავებს, წარმოებული პროდუქცია კი ექსპორტზე გადის.

მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები