უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ალიკა ცაავა ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის დროს ისმოდა ქართული ჰიმნი და მის საფლავზე ქართულ-უკრაინული დროშები აღმართეს.
ალიკა ცაავა ლუჰანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა, იგი სამშობლოში გასულ კვირას ჩამოასვენეს, სამოქალაქო პანაშვიდი 1 კვირის მანძილზე ჯვარში მიმდინარეობდა.