27 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"ვყვიროდით, ვტიროდით და ვლოცულობდით რომ გადავრჩენილიყავით" - რუსკა ლოზოვას მცხოვრებლები უმძიმეს ისტორიებს იხსენებენ 

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთი ცდილობს საკუთარ სამხედროებში მშვიდობიანი მოსახლეობა გაცვალოს. უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, ბოლო გაცვლისას, მათ 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიხსნეს, რომელთაც მძიმე დაზიანებები ჰქონდათ მიყენებული. 

პრალელურად, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით შეტევას აძლიერებს. გამუდმებით იმბომბება ხარკოვი. რუსეთის საზღვართან მდებარე უკრაინული ქალაქში ბოლო ცნობებით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 5 ადამიანი. თუმცა უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ სამხედრო ძალებმა ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. ქალაქიდან ადამიანების ევაკუაცია გრძელდება. 

უკანასკნელი ცნობებით უკრაინულმა არმიამ რუსეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი რუსკა ლოზოვა დაიბრუნა.  

ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, უმძიმეს ისტორიებს იხსენებს. ამბობენ, რომ არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ.  

"სარდაფში ვიმალებოდით, მაგრამ აფეთქებების დროს მთლიანი სარდაფი ირყეოდა და ეს საშინელებაა, ვყვიროდით, ვტიროდით და ვლოცულობდით რომ გადავრჩენილიყავით," - ამბობს რუსკა ლოზოვას ერთ-ერთი მცხოვრები.

რუსკა ლოზოვას მცხოვრებლები ამბობენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათი სახლები გაძარცვეს. 

"რუსი ჯარისკაცები საბჭოური დროის ტანსაცმელს ატარებდნენ, დაახლოებით 20 წლისები იქნებოდნენ. გვივარდებობდნენ სარდაფებში და მიჰქონდათ ყველანაირი საკვები, რის წაღებასაც ახერხებდნენ,“ - ამბობს რუსკა ლოზოვას მცხოვრები.

დღის ამბები