უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულ მხარესთან ნებისმიერი საუბრის სრულად დახურვის მაღალი რისკი არსებობს. ეს განცხადება მან პოლონურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საბოლოოდ ყველაფერს მაინც ერთი ადამიანი წყვეტს.
"რისკი იმისა, რომ ნებისმიერი საუბარი სრულად დაიხურება, ძალიან დიდია. სწორედ იმ შედეგების გამო, რომელსაც რუსეთი ტოვებს, სადაც არ უნდა იყოს, დაახლოებით იგივეა. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო და ყველანი ერთნაირად მოქმედებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციასაც ჩვენ ვახდენთ და ვხედავთ," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის.
"როდესაც რაღაცას ადასტურებენ, მაგალითად, გაცვლას, მე ამის არ მჯერა. ისინი ადასტურებენ რაიმე სახის სამოქალაქო გაცვლას, შემდეგ კი რაღაც გატყდა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათზე პასუხისმგებელი ერთი ადამიანია და ამიტომ, რაღაცაზე მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებები და პირდაპირი შეთანხმებები შესრულდება. ეს არის ჩემი რწმენა და ამ პროცესის საბოლოო გაგება," - აცხადებს ზელენსკიმ.