27 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
რუსეთის გეგმა ასეთია, რომ 9 მაისს მარიუპოლში აღლუმი ჩაატარონ - მარიუპოლის მერი "რუსთავი 2-თან" უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს 

რუსეთი მარიუპოლში 9 მაისს აღლუმის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშჩენკო "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, ადამიანებს საკვების სანაცვლოდ ქალაქის ნანგრევებისგან გაწმენდა აიძულებენ. 

"რუსეთი განაგრძობს 9 მაისისთვის  სამზადისს მარიუპოლში. ცდილობენ გაწმინდონ ქალაქი ნანგრევებისგან. ადამიანებს აიძულებენ ამის გაკეთებას საკვების სანაცვლოდ.

ცდილობენ შექმნან ილუზია, თითქოს ქალაქი სუფთაა, ვერ ვხვდები როგორ უნდა შექმნა ასეთი ილუზია აბსოლუტურად დაბომბილ ქალაქში. დიახ მათი გეგმა ასეთია - რომ 9 მაისს ჩაატარონ აღლუმი მარიუპოლში.“ - ამბობს პიოტრ ანდრიუშჩენკო.

 

 

დღის ამბები