უკრაინული MiG-29-ის პილოტი, მეტსახელად "კიევის აჩრდილი", რომელმაც უკრაინული წყაროების თანახმად ომში არაერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, გასულ თვეში ბრძოლაში დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტაიმსი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დღეს პირველად ცნობილი გახდა იმ პილოტის ვინაობაც, ვინც "კიევის აჩრდილის" მეტსახელის უკან იდგა. საუბარია 29 წლის მაიორ სტეფან ტარაბალკაზე, რომელიც ერთი შვილის მამაა.
ტაიმსის ცნობით, მისი MIG-29 13 მარტს ჩამოაგდეს, თუმცა მანამდე უკრაინული მხარის თანახმად, მან ათეულობით რუსული თვითმფრინავის განადგურება შეძლო, აქედან ექვსის – ომის პირველ დღეს.
დღემდე პილოტის ვინაობას უკრაინული არმია საიდუმლოდ ტოვებდა.