მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი საფოსტო მარკა - უკრაინის ფოსტამ რუსული სამხედრო გემის თემაზე შექმნილი მეორე სერია ჩაუშვა.
ცნობილ ადგილზე გაშვებული რუსული ხომალდი ახალ საფოსტო ნიშანზე აღარ არის - ის ჩაიძირა. მეორე სერიაც 5 მილიონიანი ტირაჟით გამოდის, თუმცა როგორც პირველი ისიც რამდენიმე საათში გაიყიდება. დაწესებულია ლიმიტიც, მხოლოდ 12 მარკა ერთ ხელში.
მარკა, რომელიც უკვე გახდა ლეგენდა "იბეიზე" 25-დან 35 დოლარი ღირს, თუმცა დაფიქსირდა რეკორდიც ერთ-ერთ საქველმოქმედო აუქციონზე ერთი მარკა 1 მილიონ გრივნად გაიყიდა.
"რუსული ხომალდი არ არის" - ამ ცნობილი ფრაზით, უკრაინის ფოსტიდან გაგზავნილი კონვერტები სავარაუდოდ მსოფლიოს მოივლის. ახალი მარკები, რომელზეც ომის ცნობილი ეპიზოდებია ასახული მაისის შუა რიცხვებში გამოვა და მისი ფასი 23 გრივნა იქნება.
უკრაინის ფოსტა სიმბოლური დატვირთვის მქონე სხვა მარკებზეც მუშაობს, უკვე არსებობს რამდენიმე ვერსი, მათ შორის დაიხატოს ცნობილი და ლეგენდარული გამნაღმველი მაშველი ძაღლი ჩერნიგოვიდან. ვერსია უკრაინელებს მოსწონთ, ამბობენ, რომ ადამიანები ცხოველებთან კიდევ უფრო დააახლოვა.
ბედნიერი მომავლის სიმბოლოა ეს მარკა უკრაინელებისთვის - ნახატი 11 წლის გოგონას ეკუთვნის და ის მოზარდმა ომამდე დახატა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ხომალდით სოფია ზღაპრულ სამყაროში გაფრენაზე ოცნებობდა, თუმცა რუსული თავდასხმის დროს გოსტომელის აეროპორტში ოკუპანტებმა დაბომბეს.
პირველი ტირაჟი, რომელზეც კუნძულ ზმეინიდან რუსული ხომალდის მისამართით გაჟღერებული ცნობილი ფრაზა იყო დაწერილი, რამდენიმე დღეში გაიყიდა, მოთხოვნაა ამავე სიმბოლოებით დამზადებულ მაისურებსა და ქუდებზეც.
ისევ თავისუფლება და ისევ გამარჯვება, ბოლო ორი თვეა უკრაინელებისთვის ეს ორი რამ, ცხოვრების ერთადერთი მიზანი გახდა. ბოროტებაზე გამარჯვებისთვის ზოგი მღერის, ზოგი ომშია ჩართული, ზოგი კი ყველა ფორმით ცდილობს მსოფლიოს უჩვენოს, თუ რა დღეებს გადის თითოეული უკრაინელი, ომის სისასტიკეს კი ადამიანებს წლების შემდეგაც ეს ახალი მარკებიც შეახსენებს.