27 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"ცეცხლოვანი სალამი კიევიდან" - რა პრეტენზიებს უყენებენ არესტოვიჩი და პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლებას 

"ქართული ოცნება" ამჯერად ზელენსკის მრჩევლის იმ განცხადებაზე საუბრობს, სადაც მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს არ მიერთების მთავარ მიზეზად, ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნეს ინტერესები დაასახელა. მან ეს მოსაზრება საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევით გაამყარა. პოდოლიაკმა კიდევ ერთხელ გააჟღერა არახამიას მოთხოვნა ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაზე. ზელენსკის მრჩევლის ამ კომენტარის მიღმა, "ქართულმა ოცნებამ", "ნაციონალური მოძრაობის" კვალი დაინახა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეს განცხადება იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

ბრალდებები უსაფუძვლოა "ნაციონალური მოძრაობისთვის", პარტიაში პოდოლიაკის განცხადებასთან კავშირს უარყოფენ, თუმცა, ზელენსკის მრჩევლის პოზიციის პათოსს იზიარებენ.

ზელენსკის მრჩეველის განცხადებას, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, თუმცა, ყველა მხარე თანხმდება, რომ მსგავსი კომენტარები ხელისუფლების მხრიდან ყურადსაღებია.

პოდოლიაკი არ არის ერთადერთი, ვინც მეზობელ ქვეყანაზე ისაუბრა. ზელენსკის ოფისის კიდევ ერთმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა მორიგ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება.

არესტოვიჩის ცინიკური ტონი არ მოეწონათ არც ოპოზიციურ პარტიებში. როგორც ამბობენ, ესმით განცხადების მიზეზები, თუმცა, ფორმა მიუღებელია.

ზელენსკის ოფისის მრჩევლების განცხადებების ფონზე, რადას თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა იმ ვიზიტისთვის, რომელიც უკრაინაში განხორციელდა. რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პარლამენტი მადლობელია მათი, ვინც უკრაინის გვერდით დგას.

დღის ამბები