27 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
"იატაკიდან გველები სამასწავლებლოში ამოვიდნენ და კლასებში დაძვრებიან..."- სოფელ სამების სკოლას ქვეწარმავლები შეესია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლას ქვეწარმავლები შეესია. გველების მომრავლების გამო, მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, უკვე 2 კვირაა სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

როგორც, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა "რუსთავი2-ს" განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება სკოლაში არსებული პრობლემის შესახებ საქმის კურშია და ხვალისთვი საპრევენციო პროცედურების უკვე დაგეგმილია.

"იატაკიდან სამასწავლებლოში ამოვიდნენ ქვეწარმავლები და კლასებში დაძვრებიან, ეს არის ძალიან დიდი ხნის პრობლემა, რომელიც არ მოგვარებულა. 2 კვირაა უკვე უნდა შეწამლულიყო, მაგრამ ჯერ რეაგირება არ მომხდარა.

ყოველ სეზონზე არის ეს პრობლემა, 10 წელია უკვე აქ ვმუშაობ. შენობა არის ძალიან ძველი და სარემონტო, სწორედ ამას ვუკავშირებ გველების იქ არსებობას, შეიძლება საძირკველშიც არიან"- აცხადებს ქართული ენის მასწავლებელი, გულნაზი ჩილინგარაშვილი.

 

 

 

დღის ამბები