27 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - კამათი დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა 

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, ხმაური და დაპირისპირება იყო, რომელიც ჯერ სიტყვიერ, შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, როცა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, თათია ნიკოლაიშვილი  ტრიბუნასთან მივიდა და მერიიდან საჯარო მოხელეების დათხოვნა გააპროტესტა. მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას კი ადამიანების, პოლიტიკური ნიშნით დევნა უწოდა. 

ნიკოლაიშვილის გამოსვლის დროს  ტრიბუნასთან ქართული ოცნების დეპუტატი, ქეთევან ხომერიკი  მივიდა და მას გირგვლიანის, რუსეთ - საქართველის ომის  ფოტოები უჩვენა და თქვა, რომ  ომის პარტიას საუბრის და მით უფრო პრეტენზიების დაყენების უფლება არ აქვს.

მოგვიანებით მდგომარეობა სხდომაზე უკიდურესად გამწვავდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, თათია ნიკოლაიშვილს   სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა  ქართული ოცნების დეპუტატმა გოჩა კილაძემ, რის შემდეგაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო. ამის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დღის ამბები