27 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
შოთა დიღმელაშვილს მოვუგე სასამართლო დავა, სადაც დადასტურდა, რომ ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა - ნინო წილოსანი

დეპუტატ ნინო წილოსანის ინფორმაციით, მან "სირცხვილიას" წარმომადგენელ შოთა დიღმელაშვილს სასამართლო დავა მოუგო​.როგორც უმრავლესობის დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წელს მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს.

აქტივისტმა დეპუტატი დაადანაშაულა ბიზნესის მფარველობაში კერძოდ იმ კომპანიასთან კავშირში, რომელმაც ქუთაისში ბავშვთა სახლის აშენებაზე ტენდერი მოიგო. 

"დღეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, ომის პარტიის ახალგაზრდული ფრთის, "სირცხვილიას" წარმომადგენელ შოთა დიღმელაშვილს მოვუგე სასამართლო დავა, სადაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წელს ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. 

მოკლედ რომ მოგიყვეთ, რა მოხდა:

2019 წლის აგვისტოში პირდაპირ (LIVE) ჩართვაში შოთა დიღმელაშვილმა ბრალი დამდო .ე.წ. "კრიშობაში", რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, რაც ყველაზე მთავარია, მისი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია იყო და არის ტყუილი!

სწორედ ამიტომ შევიტანე თავის დროზე სარჩელი და მიხარია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამაც მთელს ამ პროცესში ერთადერთი ჭეშმარიტება დაადგინა - დიღმელაშვილის გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე და ემსახურებოდა მხოლოდ ჩემს დისკრედიტაციას

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის მისნაირი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეალური სახე - სიცრუეზე და ფეიქ ნიუსებზე დაფუძნებული კამპანია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს ჰგონიათ საჯარო პირებს ნაკლები დაცვის ღირსი უფლებები აქვთ ან მათი ღირსების შელახვის დასაშვებობა მათ პოლიტიკურ კუთვნილებასთან არის დაკავშირებული

პ.ს. იმედი მაქვს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მცირე როლს მაინც ითამაშებს, რომ ელემენტარული სტანდარტი მაინც დავამკვიდროთ - ასე ხელაღებით არ შეიძლება ადამიანის ღირსება შევლახოთ," - წერს ნინო წილოსანი facebook გვერდზე. 

 

დღის ამბები