27 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ამინდის პროგნოზი 90%-იანი სიზუსტით - კიკეთში დამონტაჟდა რადარი, რომელიც სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად გაავრცელებს 

კიკეთში დაამონტაჟეს რადარი, რომელიც შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაციას შესაბამის უწყებების ოპერატიულად მიაწვდის. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზირება, 90% სიზუსტით არის შესაძლებელი. მსგავსი რადარი ქვეყანაში სულ ორია - ერთი ქუთაისშია დამონტაჟებული.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეტეოროლოგიური რადარი კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ ცოტა ხნის წინ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაამონტაჟა. ახალი რადარის საშუალებით, აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორიაზე, მოსალოდნელი ნალექების რაოდენობისა და ინტენსივობის დადგენაა შესაძლებელი.

კიკეთში დამონტაჟებული რადარი, შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაციას, შესაბამის უწყებების ოპერატიულად მიაწვდის. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზირება სინოპტიკოსებს 3-4 საათით ადრე, 90%-ანი სიზუსტით შეეძლებათ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები დამონტაჟდება. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდება საფრთხეების ზონირების რუკები, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას ხელს შეუწყობს.

ქსელის გამართულად მუშაობისთვის და ამინდის კიდევ უფრო ზუსტი პროგნოზისთვის სპეციალური ლაბორატორიაც აშენდა. რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მუშაობას

საქართველოში ამ ეტაპზე 2 თანამედროვე ტიპის მეტეოროლოგიური რადარია, ერთ-ერთი გასულ წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის მიმდებარედ განათავსა.

დღის ამბები