რუსეთის მხრიდან კიევზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ტვიტერზე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი და რუსეთთან მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრი მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმა მაშინ განახორციელა, როდესაც იქ ოფიციალური ვიზიტით გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში იმყოფება.
"სარაკეტო დარტყმები კიევის ცენტრზე ანტონიო გუტიერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს.
გუშინ ის იჯდა კრემლში გრძელ მაგიდასთან, დღეს კი თავზე ბომბები უფეთქდება. გზავნილია მოსკოვიდან? შეგახსენებთ, რატომ იკავებს ადგილს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში?" - წერს პოდოლიაკი.