27 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
კიევის ოლქი კვლავ დაიბომბა - სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

რუსეთის საოკუპაციო ძალებმმა კიევის ოლქი ისევ დაბომბეს, ქალაქ ფასტივს 3 ფრთოსანი რაკეტა ესროლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ერთი რაკეტა, რომელიც კიევისკენ იყო მიმართული, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კიევში დაბომბვისას არიან დაშავებულები, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რამდენი - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპიკერმა სვეტლანა ვოდოლაგამ განაცხადა.

"ორი დარტყმაა. ერთი ობიექტი, ერთი საცხოვრებელი სექტორი ობიექტთან ახლოს. დარტყმა პირველ სართულებზე იყო, ზედა სართულებზე ხალხია," - განაცხადა სვეტლანა ვოდოლაგამ.

დღის ამბები