27 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ავტომანქანები ტროტუარზე, ველობილიკებზე, ტაქსის ადგილებზე - პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება,  განსაკუთრებით კი იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ავტომანქანებს ტროტუარებზე ტოვებენ და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ურჩი მძღოლებისთვის ჯარიმის რაოდენობა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა. მათი კუთვნილი მანქანები კი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება.

მერია კანონს ამკაცრებს მათთვის, ვინც სატრანსპორტო საშუალებით ველობილიკზე გადადის. ველობილიკებით მოსარგებლე მძღოლებს ასი ლარის გადახდა მოუწევთ.

50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება იმ ავტომანქანის მძღოლიც, რომელიც მანქანას ტაქსის პარკირების ადგილზე გააჩერებს. ჯარიმა ორმაგდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ადგილების დაკავებაზეც. პარკირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზრდება.

თბილისის მერმა სიახლის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განმარტა ის მთავარი მიზეზები, რომელთა გამოც საკანონმდებლო ორგანოს კანონის გამკაცრების მოთხოვნით მიმართავს.

დღის ამბები