27 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
რუსული აგრესიის წინაშე დაუცველი ქვეყნების მხარდაჭერა უმთავრესია - დეპუტატი კონოლი საქართველოსთვის მხარდაჭერის აქტზე

დეპუტატი ჯერი კონოლი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ეხმაურება. მისი თქმით რუსეთის ქმედებების ფონზე, საქართველოს მსგავსი ქვეყნების მხარდაჭერა უმთავრესია.

"გუშინ პალატამ მიიღო საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც ჩემს მეგობართან და კოლეგასთან, დეპუტატ კინზინგერთან ერთად დავწერე. რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრის ფონზე, ჩვენი მხარდაჭერა იმ ერების მიმართ, რომლებიც დაუცველები არიან რუსული აგრესიის წინაშე, უმთავრესია," - წერს კონოლი საკუთარ "ტვიტერზე".

ავტორი: დაჩი წურწუმია. 

დღის ამბები