27 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ბრიტანელი დეპუტატი სხდომის დროს, სავარაუდოდ, პორნოს უყურებდა - ფაქტზე, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

ბრიტანელი კონსერვატორი დეპუტატისთვის წაყენებულ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, იგი თემთა პალატაში ყოფნის დროს პორნოგრაფიას უყურებდა, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. 

ბრალდება სამშაბათ ღამეს გამართულ შეხვედრაზე გაცხადდა, სადაც ქალმა კონსერვატორმა დეპუტატებმა სავარაუდო სექსიზმისა და შევიწროების ანგარიშები წარმოადგინეს.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც დეპუტატს ბრალი დასდო, ქალი მინისტრია, რომლის თქმითაც, მან დაინახა, თუ როგორ უყურებდა დეპუტატი პორნოგრაფიას, როცა მის გვერდით იჯდა, თემთა პალატაში. 

კონსერვატიული პარტიის წევრმა, პაულინ ლანტჰემმა, BBC-სთან განაცხადა, რომ შოკირებულია, რადგან მისთვის წარმოუდგენელია პარლამენტის მსგავს მაღალპროფესიონალურ ადგილას მსგავსი რამ მომხდარიყო, თუმცა დაამატა რომ, თუკი ბრალდება დამტკიცდება, დეპუტატმა, რომლის სახელიც ჯერ არ გასაჯარავებულა, პოსტი უნდა დატოვოს და კონსერვატიული პარტიიდანაც უნდა გაირიცხოს.

 ავტორი : დაჩი წურწუმია

დღის ამბები