27 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
"აზოვსტალის" საოპერაციო ოთახი ჩამოინგრა, არიან დაღუპულები და ხელმეორედ დაშავებულები - "აზოვის" პოლკი

"აზოვის"პოლკი იუწყება, რომ რუსი აგრესორების მხრიდან დაბომბვისა და საჰაერო დარტყმების შედეგად, "აზოვსტალის" საცავში საოპერაციო ოთახი ჩამოინგრა.

როგორც აზოვის პოლკი ტელეგრამარხზე იტყობინება, არიან დაღუპულები და ხელმეორედ დაშავებულებიც. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, დაჭრილებისთვის დახმარების გაწევა ახლა უკვე შეუძლებელია, თუნდაც ისეთ პირობებში, როგორიც ადრე იყო.

"მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გამოეხმაურონ იმ ფაქტს, რომ რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის იმ დამცველების განადგურებას, რომლებიც იარაღსაც კი ვეღარ ფლობენ," - აცხადებენ "აზოვის" პოლკში.

დღის ამბები