ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგს ჩაატარებს. სასწავლო კურსს, "სტრატეგიული ბიდინგი", სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტი ლინდა პერეირა უძღვება.
ტრენინგის მიზანია საერთაშორისო ბაზრებიდან კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოზიდვა საქართველოში.