"აზოვსტალი" ქალაქ მარიუპოლის უკანასკნელ ბასტიონად რჩება. აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარის თქმით, ისინი შუასაუკუნოვან ალყაში არიან მოქცეულები. პალამარმა, ასევე, აღნიშნა, რომ მათი ჯარისკაცები, თავიანთი წინააღმდეგობით, არამარტო უკრაინას, არამედ პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოსაც იცავენ.
"ტაქტიკა შუასაუკუნოვანი ალყაა. ჩვენ გარშემორტყმულები ვართ. ისინი აღარ გზავნიან დიდ ძალას ჩვენი თავდაცვის ხაზის გასარღვევად, თუმცა ახორციელებენ საჰაერო იერიშებს. რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსები უსასრულო არ არის და ისინი სულ უფრო მეტად მცირდება ინტენსიური ბრძოლის ყოველ გასულ დღესთან ერთად. ვითარება რთულია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ვის შეუძლია გაგვცეს პასუხი, თუ რატომ ვართ მარტო მტრის წინაშე, რომელიც უკვე 64 წელია გვებრძვის? დიახ, ეს არ არის შეცდომა, რადგან მარიუპოლში ერთი დღე სწორედ ერთი წელიწადის ტოლფასია. რუსეთმა მარიუპოლში ომისთვის 1.1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ჩვენთვის ძნელი მოსასმენია ცარიელი დაპირებები, შემდგომი ქმედებების გარეშე. იმედი მაქვს, მსოფლიო ახლა იაზრებს მის შეცდომას. ყველაფრით, რასაც ჩვენი ჯარისკაცები აქ აკეთებენ - არა მხოლოდ მარიუპოლში, არამედ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე - დარწმუნებულები ვართ, რომ ვიცავთ არა მხოლოდ უკრაინას, ასევე პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოს," - განაცხადა პალამარმა.