27 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
IRI-ის ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხრიდან მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 92% კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აქვს 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI ახალ კვლევას აქვეყნებს. გამოკითხვა სხვადასხვა სფეროს ეხება - მათ შორის არის პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა, საჯარო პირების მიმართ ნდობა, ასევე თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება კოვიდის მართვას, საგარეო პოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

რაც შეეხება კონკრეტულად საჯარო პირების მიმართ მოსახლეობის პოზიტიურ განწყობას, შედეგები ასე გადანაწილდა:

კვლევის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია მეორეს აქვს - 92%. მეორე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეა - 53%, მას სალომე ზურაბიშვილი მოსდევს - 52%-ით, მეოთხე ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილია - 47%, მეხუთე ადგილს კი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იკავებს - 46%-ით.

კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ია.

დღის ამბები