საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI ახალ კვლევას აქვეყნებს. გამოკითხვა სხვადასხვა სფეროს ეხება - მათ შორის არის პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა, საჯარო პირების მიმართ ნდობა, ასევე თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება კოვიდის მართვას, საგარეო პოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ია.
მომდევნო კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 31% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა. 16% კი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". გიორგი გახარიას პარტია "საქართველოს" კი მხარს მოსახლეობის 4% უჭერს. 2-2 % ემხრობა "სტრატეგია აღმაშენებელს", "ლელოს", "ლეიბორისტულ პარტიას", "დროას" და პარტიას "ხალხისთვის" . სხვა პარტიებს კი ერთ პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერა აქვთ.
ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მომტან ქვეყნად მოსახლეობის 90% რუსეთს ასახელებს. 8% - თურქეთს, 5% - აშშ-ს.
ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 88%, ხოლო NATO-ში გაწევრიანებას 75% უჭერს.
კოვიდის წინააღმდეგ მთავრობის რეაგირებით ძალიან კმაყოფილია 17% -ით, ხოლო 47 % ნაწილობრივ კმაყოფილია. ნაწილობრივ უკმაყოფილოა 19%, ძალიან უკმაყოფილოა 14%-ი. კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა 4%-მა.