27 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
გადაარჩინეთ მარიუპოლი - "აზოველების" ოჯახის წევრებმა კიევში აქცია გამართეს

"აზოვის" პოლკის ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა მსოფლიო ლიდერებს კიევის ცენტრიდან მიმართეს და მოუწოდეს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მარიუპოლში მყოფი ადამიანების, როგორც სამხედროების, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენა შესაძლებელი გახდეს.

აქციის მონაწილეებს სისხლის მსგავსად წითლად ჰქონდათ შეღებილი ხელები და სახე, ტრანსპარანტებთან ერთად ასევე ჰქონდათ ბავშვების წითლად შეღებილი სათამაშოებიც.

"აზოველების" ოჯახის წევრებმა პრეზიდენტის ოფისში წერილიც დატოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სჯერათ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ სთხოვენ შეუძლებელი შეძლოს.

დღის ამბები